LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და შარლიზ ტერონი ერთი და იმავე როლისთვის იბრძვიან

19

ანჯელინა ჯოლი და შარლიზ ტერონი საკულტო ფილმის ახალი ვერსიის მთავარი როლისთვის იბრძვიან. საუბარია 1935 წლის პროექტზე „ფრანკენშტეინის საცოლე“, რომლის გადაღებასაც Marvel გეგმავს.

ცნობილია, რომ ჯოლი ამ ორთაბრძოლაში მკვეთრად ლიდერობს, რადგან სცენარისტები სწორედ მის პასუხს ელოდებიან, უარის შემთხვევაში კი მთავარ როლს ტერონი შეასრულებს, რომელიც ფილმში მონაწილეობის ძლიერ სურვის არ მალავს.

უკვე განსაზღვრულია ჰონორარის ოდენობაც და ის 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები