LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯეი დუდა: არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს

140
BeFunky-collage (1)

არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ასე ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია არის სამხედრო დანაშაული, რისთვისაც ის დაისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები