ანიტა რაჭველიშვილი თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციას ფეისბუქში გამოეხმაურა.
აქ კლუბის დახურვა არაა მთავარი თემა! კლუბებში ყოველთვის ნარკოტიკია და ეს იცის ყველამ, პირველ რიგში პოლიციამ! ნარკოტიკის გამავრცელებელი უნდა დაისაჯოს და უნდა დაიჭირო! რაც გუშინ მოხდა ეს არ იყო ნარკობარიგების დაჭერის და გამოვლენის მცდელობა, ეს იყო ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც განახებს ვის ხელშია ძალაუფლება. ხო და ამ ბატონებს დაავიწყდათ რომ ჩვენ ის ერი ვართ ვერც შაჰ-აბასმა, ვერც რომაულმა იმპერიამ და ვერც კიდე “დიდმა” რუსეთმა რომ ვერ დაგვცა მუხლებზე! საქართველო და თავისუფლება ერთად მავალი მცნებაა, ამიტომ პრიორიტეტები სწორედ უნდა გავნსაზღვროთ!
კლუბის დახურვის გამო მე არ გავიდოდი მოედანზე, მაგრამ დიქტატურის და პოლიციური მმართველობის წინააღმდეგ აუცილებლად გავიდოდი!
ეს ქვეყანა დიდი ხანია აღარ ყოფილა ხალხის ხელში! კერპთაყვანიმცემლობა! ხან ერთი ღმერთი ყავთ,ხან მეორე და ხან მესამე! ერთი და მთავარი სულ დავიწყებული რჩება! ვინც არ უნდა მოვიდეს და წავიდეს,ნებისმიერი მთავრობა თუ მმართველი,თქვენ ხართ სახელმწიფო მოხელეები,აი უბრალო მდივნების სახით რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ (ხალხის ფული),ამიტომ მაშინ წახვალთ და მოხვალთ როდესაც ამას ხალხი იტყვის!
ხალხს კი ეს დაავიწყდა და ლოცულიბს ხან ერთ კერპზე და ხან მეორეზე!
უნდა დამთავრდეს პიროვნებების გაღმერთება!
ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაა მთავარი და არავის მივცემთ უფლებას რომ გვცემოს, გამოხატვის თავისუფლება წაგვართვას, დაგვჩაგროს, ჩაგვიდოს, გვაგინოს,სამშობლო რუსეთს გადასცეს აი ასე ნელ ნელა ჩვენი დასუსტების ფონზე!
ერთ მუჭად უნდა შევიკრად და ვინც დღეს ფიქრობს რომ ეს პროტესტი მხოლოდ კლუბის გამოა მე ის მეცოდება! პოლიცია კიდე ხალხის გვერდით უნდა იდგეს, სწორედ რომ უნარკოტიკო, მშვიდი და სამართლიანი მომავლისთვის!