Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ანი სუბელიანის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი სუბელიანის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

106

აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანი სუბელიანის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ანი სუბელიანის თქმით, მას 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან.

“მთელი ამ დღეების განმავლობაში მემუქრებიან ბავშვით. მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული და უკან დავიხიო ბრძოლებში. ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,“ – განაცხადა ანი სუბელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები