LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი შაქარაშვილი: „ჩემი ძმა მესიზმრება, სიცილით მეუბნება, – „რა გენატრები, გოგო, სულ შენთან არ ვარ?“

2880
anishaqarashvili

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი სოციალურ ქსელში ორ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის ემოციებს გამოხატავს ძმასთან დაკავშირებით.

ანიმ ერთ-ერთ პოსტში დაწერა:

„გამოუვალი მდგომარეობაა,როდესაც დგახარ საფლავთან და ხვდები, რომ ეს სიზმარი არ არის… არც რაიმე მდარე ხუმრობაა და ვერაფერს შეცვლი… რომ მოგიწევს ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე… სხვა დანარჩენი გამოუვალი მდგომარეობა კი არა, უმოქმედობის გამართლების სულელური მცდელობაა“.

ძალიან მენატრები, გიო…“

ცოტა მოგვიანებით, ანიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ძმა:

„არ შემიძლია, ეს პოსტი საჯაროდ არ დავწერო… გუშინდელი ჩემი პოსტის მერე მესიზმრება ჩემი ძმა… ოთახში შემოდის და სიცილით მეუბნება, – „რა გენატრები, გოგო, სულ შენთან არ ვარ?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები