LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „ველი ვაქცინის შემდგომ დოზას, რამდენიმე კვირაში და იმედს ვიტოვებ, ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც მექნება ძალები…“

232
tamunaqavtaradze20

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ერთი კვირის თავზე აღწერს იმ მცირე სიმპტომებს, რაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ განუვითარდა.

„ხვალ 1 კვირა ხდება, რაც ჩავიტარე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

დატვირთული სამუშაო კვირა იყო და ვეღარ მოვიცალე, შემეჯამებინა ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.

მაშ ასე:

ინიექციის შემდეგ თვალწინ დამიდგა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მოქმედების მთელი მექანიზმი:)) და ასე, კადრებად მიტრიალებდა, დაუსრულებლად.

საღამომ და ღამემ მშვიდად ჩაიარა, იმდენად, რომ მიკვირდა კიდეც. მხოლოდ ნანემსარი მკლავი შემიშუპდა მცირედ.

მეორე დილით, ბავშვებთან ერთად ვისეირნე კიდეც, შუადღისთვის კიდურებში ვიგრძენი სიცივე, რომელიც ნელ-ნელა სახსრებისა და კუნთების (შერეულ ტკივილში/„მტვრევაში“) გადაიზარდა – მივხვდი, რომ ის ის იყო:))

დაიწყო ტემპერატურამ მატება და ავიდა 38.2-ზე, მივაშველე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ჯერ ერთი, მერე მეორე…

რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი სრულიად უუნარო, მაგრამ ბედს შეგუებული, ვმადლობდი მეცნიერებას და ჩემს იმუნურ სისტემას ერთდროულად, თან კიდევ არ მჯეროდა, რომ ერთი წლის თავზე, ეს ნანატრი დღე დადგა.

დაახლოებით, 5-6 საათის შემდეგ, ტემპერატურამ დაიწყო კლება, საღამოს 10 საათისთვის უკვე 36.6-ზე გაჩერდა. დავიძინე და დასრულდა.

უშედეგოდ ველოდი ტემპერატურის მატების შემდეგ ეპიზოდსაც.

მკლავის შეშუპება და ტკივილი (კლებადი ინტენსივობით) გამიგრძელდა გუშინდელ დღემდე, ანუ, ჯამში 5 დღე.

აქვე, დედაჩემის ამბავიც უნდა გითხრათ, რომელსაც  ვაქცინაციიდან მეორე საღამოს ტემპერატურის (37.5) მხოლოდ ერთი  ეპიზოდი დაუფიქსირდა და ამით დაასრულა.

ველი ვაქცინის შემდგომ დოზას, რამდენიმე კვირაში და იმედს ვიტოვებ, ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც მექნება ძალები.

მქონდა თუ არა გაანალიზებული რისკები?!

აბსოლუტურად!

გირჩევთ თუ არა თქვენც?!

რა თქმა უნდა, დაუღალავად.

მით უმეტეს რომ, ახლა არჩევანიც კი გაქვთ, ვაქცინებს შორის.

აჭარბებს თუ არა სარგებელი რისკებს?!

– რა თქმა უნდა!

მინდა ვიყო უსაფრთხო:

პაციენტებისთვის

ოჯახის წევრებისთვის

საზოგადოებისთვის

მათთვის, ვინც მიყვარს

გვაქვს თუ არა დაუსრულებელ წრეზე ტრიალის და კიდევ უფრო სავალალო შედეგების ალბათობა?!

– რა თქმა უნდა! მით უმეტეს, თუ კოვიდის მუტაციის სიჩქარეს გავითვალისწინებთ.

მე გთხოვდით (ვალდებულიც ვარ), კარგად დაფიქრდეთ ხვალინდელ დღეზე და თქვენს დღევანდელ როლზე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, პანდემიის, რომელსაც მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში 3700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა!

დიახ, მეცნიერება გაიმარჯვებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები