LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „რანაირად შეიძლება, გვერქვას ექიმები და ამდენი ადამიანის სიკვდილს ყოველდღიურად მშვიდად ვეგუებოდეთ?!“

109
aniqavtaradze

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამწუხარო სტატისტიკის შეახებ კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და წერს:

„მე არავის დუმილი აღარ მიკვირს!

გარდა პროფესიული საზოგადოების დუმილისა!!

გულწრფელად, მაინტერესებს, არ დადგა ის დრო, ან არ აივსო ის ფიალა, რომელიც თვალს დაგიბინდავთ და გაყვირებთ, მთელი ძალით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება?!

რანაირად შეიძლება, გვერქვას ექიმები და ამდენი ადამიანის სიკვდილს ყოველდღიურად მშვიდად ვეგუებოდეთ?!

ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ?!

რა მოხდა ამ ქვეყანაში ისეთი, რამაც მოკლა ემპათია, მოკლა თანაგრძნობა და სხვისი გადარჩენის სურვილი?!

გასაგებია, ხალხს არ უნდა გაგება (ესეც არ არის ბოლომდე მათი ბრალი), თავებს იკლავენ, ხელისუფლებამ და პროფესიულმა საზოგადოებამ ამას ხელი უნდა შეუწყოს?!

ადამიანი მტკვარში რომ ხტება, უნდა მივცეთ გადახტომის საშუალება,რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა?!.

დღეს, დუმილიც დანაშაულია!

ყოჩაღ, თქვენს გაძლებას და ნერვებს.

მშურს ყველასი, ვინც მშვიდად იძინებთ და იღვიძებთ. ყოჩაღ!  ?

გააგრძელე საქართველოს გენოციდი… – ჰქვია პროცესს, რომელიც ქვეყანაშია.

ძილი ნებისა.

დილით გამოცხადებულ სტატისტიკაზე, თავის გვერდით გაქნევა მაინც არ დაგავიწყდეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები