LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც 3000 ჯავშანზე არ გამოცხადდნენ ადამიანები?! რამდენი დოზის დანაკარგი გვაქვს?!“

1445
aniqavtaradze345

ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ გუშინ დააახლოებით 3000-მდე ადამიანი არ მივიდა ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად, ექიმი ანი ქავთარაძე ეხმაურება და წერს:

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, ყველა შესაძლო ეთერის თუ სოცქსელის საშუალებით, მე და ჩემნაირი, არაერთი ადამიანი მივმართავდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს,  საქართველოს მთავრობას, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებული, ანტივაქსერული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულ საბოტაჟსა და დივერსიას!

ყური არ შეიბერტყეს!

მე მაქვს კითხვა – რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც 3000 ჯავშანზე არ გამოცხადდნენ ადამიანები?! რამდენი დოზის დანაკარგი გვაქვს?!

დააწესეთ ლიმიტი რეგისტრაციის სიხშირეზე!

გახსენით ცოცხალი რიგები გარე სივრცეებში!

გაიტანეთ ვაქცინები მობილური ჯგუფების საშუალებით, მანქანებით რეგიონებში, ამ უკანასკნელში აფეთქება და სიკვდილობის მატება წინ გვაქვს.

მზად ვართ, მე და ჩემნაირები, ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და დაგეხმაროთ, როგორც რიგითი ექიმი -რეანიმატოლოგი, რომელიც აუხსნის ადამიანებს ადგილზე, ვაქცინის სარგებლის შესახებ და ასევე მართავს  მწვავე რეაქციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გონს მოდით და ნუ გაატანეთ ეს ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლესთნ ერთად, წყალს!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები