LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: “კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდ გადატანილ პაციენტს…”

465
aniqavtaradze2011

ექიმი ანი ქავთარაძე, რომლის სტატუსებიც სოციალურ ქსელში პოპულარული ხდება, ახალ სტატუსს ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი კლინიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კატე რეკომენდებულია ყველა კოვიდინფექცია გადატანილი ადამიანისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება.

გთავაზობთ ექიმის სტატუსს:

“დღეს, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდ გადატანილი პაციენტისთვის!

მინდა, ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს❗
☢ რა არის კტ?
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.
☢შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას, ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.
☢დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv),
მაგალითად, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის შემთხვევაში, მოზრდილი ადამიანი სხივდება 0.1 mSv-ით, რაც უდრის დაახლოებით 10 დღის ბუნებრივი დასხივების დოზას ,როგორსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
⚠გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში კი 7mSv, რაც 2-წლიანი, ბუნებრივი დასხივების დოზას უდრის❗ და ეს, არც ისე ცოტააა‼
⚠აქედან დასკვნა: კტ კვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით!!!!
ყველა ჩვენებას აქ ვერც და არც ჩამოვთვლი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ კტ კვლევა არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდ გადატანილ პაციენტს❗❗❗
☢ასე რომ, ძალიან გთხოვთ, პაციენტებს თქვენი ინიციატივით ან/და ასეთ რეკლამებზე დაყრდნობით, ნუ ჩაიტარებთ ზემოაღნიშნულს კვლევას!
P. S. აქვე, უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ კვლევას და ჩემს მეგობარ რადიოლოგებს, მაგრამ ყველაფერი საჭიროებისამებრ, საჭირო დროს ?
P. S. S. პოსტი კლინიკამ უკვე აიღო.
იმედი მაქვს, სხვებიც გაითვალისწინებენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები