LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი: „ყოველთვის ვიცოდი, რომ 40 წლის ასაკში ვიქნებოდი ყველაზე ლამაზი…“ – ტელეწამყვანი ბერძენი მამაკაცებით მოიხიბლა

775
ანი გიუნტერი

ტელესახე ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკესთან“ საზაფხულო არდადეგების, ახალი სატელევიზიო სეზონისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

ანი გიუნტერი:

„საბერძნეთში ჩემი მოგზაურობა ასოცირდება თავისუფლებასთან, სილამაზესა და სილაღესთან…

საკურორტო რომანი, ფლირტი, ახალი თავგადასავალი?

ვაიმე, არა! სადაც ზღვაა, იქ უკვე ჩემთვის დიდი სიყვარულია და დამატებით აღარავინ მჭირდება…

იწუნებდით ბერძენ მამაკაცებს?

დასაწუნი არაფერი აქვთ, ძალიან ღირსეული მამაკაცები არიან, თანაც, ყურადღებიანები და კარგად მოვლილები. ბერძნები არ არიან ძუნწები, ამით ქართველებსაც ვადარებ. წლევანდელ ზაფხულს ძალიან ბევრი აღმოჩენა გავაკეთე და ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებსაც არ დავკარგავ.

ცოტა ხნის წინ 40 წლის გახდით. რა ასაკია ეს თქვენთვის?

ამ ასაკმა საშუალება მომცა, დილის გადაცემაში გამეკეთებინა რუბრიკა 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ველოდებოდი ამ ასაკის გადალახვას, რომ დამეწყო ეს რუბრიკა. ხომ ხედავთ ყველაფერში სარგებელს ვნახულობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ 40 წლის ასაკში ვიქნებოდი ყველაზე ლამაზი, ჰარმონიული, ყველაზე თავდაჯერებული და ასეც არის“.

ანი გიუნტერის ბერძნული არდადეგები: ტელეწამყვანი დასვენების მორიგ ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს

ფოტო: “სერიიდან ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება” – ანი გიუნტერი საბერძნეთში მოგზაურობს და აკროპოლისიდან ფოტოებს აქვეყნებს

ფოტო: ანი გიუნტერი ულამაზეს თეთრ საცურაო კოსტიუმში პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები