ანი ღლონტი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, რა რეაქცია ჰქონდა მის დედ-მამას, როდესაც პირველად გაიგეს, რომ ბებია-ბაბუა უნდა გამხდარიყვნენ:
„საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაითავისეს. ლაშა იმასაც ამბობდა, ბაბუა არ უნდა დამიძახოსო. არც დედას უნდოდა, ბებიათი მოეხსენებინათ, მაგრამ როგორც კი გაჩნდა, იმ წუთს დაავიწყდათ, რას ამბობდნენ და თავგადაკლული ბებია-ბაბუა გახდნენ. დედაჩემი ჩემ მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო, შვილიშვილებთან კი დამთმობია, ყველა სურვილს უსრულებს. ზოგჯერ გავიფიქრებ ხოლმე, ნეტა, მე რატომ მეუბნებოდნენ უარს-მეთქი…“