LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელოზების ქალაქში ლეგენდარული ავტოსალონი სტარტს იღებს

73

”იაგუარის” ელექტრო კროსოვერი, ”მაიბახის” კაბრიოლეტი და ”ფოლკსვაგენ პასატის” ”დამუხტული” ვერსია – ლოს-ანჯელესის ლეგენდარული ავტოსალონი გაიხსნა.

ყოველწლიური პრესტიჟული საერთაშორისო საავტომობილო შოუ 1907 წლიდან იღებს სტარტს. მთლიანობაში კალიფორნიულ ავტოსალონზე მწარმოებლები 50 ახალ მოდელსა და კონცეპტს წარადგენენ. საზოგადოებისთვის ავტოსალონის კარი 18 ნოემბერს გაიხსნება, მანამდე კი მსოფლიოს საავტომობილო სამყაროს სიახლეები ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.

კომპანია ”ფორდმა” ავტოსალონზე კომპაქტური კროსოვერი Ford EcoSport-ი წარადგინა. მოდელი რვა დიუიმიანი ეკრანით, Ford SYNC 3-ით აღიჭურვა, ცვლილება შეეხო გარეგნულ მხარესაც – მიიღო ახალი რადიატორის ჩარჩო, განსხვავებული ოპტიკა და ბამპერი. განახლებული მოდელი ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ს ბაზრისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მედიაში წერენ, რომ ანალოგიურ ცვლილებებს EcoSport-ის ევროპული ვერსიაც მიიღებს.

რაც შეეხება კომპანია ”მაზდას”, მან ავტოსალონზე პოპულარული კროსოვერის CX-5-ის ახალი თაობა წარადგინა. იაპონელი ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ დახვეწა ხმის იზოლაცია და გააუმჯობესა სავალი ნაწილები. ახალმა CX-5-მა მიიღო სისტემა G-Vectoring Control, რომელიც ძრავის გაწევას საჭის მდებარეობის, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარითა და სხვა ფაქტორების მიხედვით მართავს. ”მაზდას” კროსოვერი ისევ ორნაირი ბენზინის ძრავით იქნება წარმოდგენილი: SkyActiv-G 2.0 და SkyActiv-D 2.2. ”მაზდაში” აცხადებენ, რომ ახალი CX-5-ის გაყიდვა იაპონიაში 2017 წლის თებერვალში დაიწყება, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

საავტომობილო პრესაში წერენ, რომ ”ანგელოზების ქალაქში” „სუბარუმ“ სრულიად ახალი, შვიდადგილიანი კროსოვერი ჩაიყვანა, რომელიც მოდელ ”Tribeca”-ს ჩაანაცვლებს.

”Mercedes-Maybach”-მა მოტორ შოუზე თავისი პირველი, ისტორიაში ყველაზე ძვირფასი კაბრიოლეტი წარმოადგინა, რომელმაც ინდექსი S 650 მიიღო.

საინტერესო კონცეპტი შესთავაზა დამთვალიერებელს კომპანია ”ფოლსვაგენმაც”. ჩვეულებრივისგან ახალი ”პასატი” განსხვავდება როგორც გარეგნულად, ისე ინტერიერით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები