LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელმა ივანკა ტრამპი „მაგარ ქალებში“ დაპატიჟა

39

ანგელა მერკელმა ივანკა ტრამპი „ქალთა ოცეულის“ შეხვედრაზე მიიწვია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ამერიკის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი შტატებს ცოტა ხნის წინ სტუმროდა და პრეზიდენტის ქალიშვილის დაპატიჟებაც სწორედ მაშინ მოასწრო.

რაც შეეხება „ქალთა ოცეულს“ – ის თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და პირველი დებიუტი 2015 წლის 6 სექტემბერს – ანკარაში ქონდა. ამ არაფორმალური გაერთიანების მიზანი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეწყობა და საერთაშორისო ასპარეზზე ქალების როლის გაზრდაა.

საინტერესოა, რომ ე.წ. „ოცეულში“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონები არიან გაერთიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები