გერმანიის კანცლერი თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკიდანაც წავა. ამის შესახებ ანგელა მერკელმა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 16 წლიანი კანცლერობის შემდეგ, ის ერთის მხრივ ბედნიერია, თუმცა გრძნობს სევდას, რადგან მას ეს საქმე ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა.
გერმანიის არჩევნებში, მცირე უპირატესობით სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.