ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ შეუძლოდ გახდა.
პრეზიდენტ შტაინმაიერთან ერთად განცხადების გაკეთების დროს გერმანიის კანცლერს კანკალი დაეწყო. მას წყალი მიაწოდეს, რაზეც უარი თქვა. მოგვიანებით მინისტრის კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კანცლერი ამჟამად თავს კარგად გრძობს და ოსაკის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ძლიერი კანკალი მერკელს 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიღების ცერემონიაზეც დაეწყო.