LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა

56
imedinews-1

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა გათავისუფლდეს. მერკელი”მიუღებლად მიიჩნევს” მის განაჩენს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმისთვის თვალის დევნებას.

„მე მოითხოვე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და ხაზი გავუსვი, რომ მომავალში ამ საქმეს დავაკვირდებით“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

თავის მხრივ პუტინმა გაიმეორა, რომ ნავალნი რუსეთში გასამართლებულია უცხოელ პარტნიორებთან მისი კრიმინალური კანონდარღვევების და არა – პოლიტიკური საქმიანობის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები