„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ევროკომისია გაფართოების ანგარიშის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ შორის იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება აწვდის.
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ
„პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ“
„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია განვმარტო პროცესი – ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე.
ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან.
ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით.
თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“. – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.