LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდროიდის მომხმარებლები უფრო თავმდაბლები და კეთილები არიან, ვიდრე “აიფონის”

77

აღმოჩნდა, რომ ტელეფონი, რომელიც შეიძინეთ, თქვენს პიროვნებაზე უამრავ რამეს ამბობს. მეცნიერებმა კვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ ანდროიდის მფლობელები უფრო კეთილები, თავმდაბლები და გახსნილები არიან, ვიდრე „აიფონის“ პატრონები.

ლინკოლნის ფსიქოლოგიური სკოლის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჰითერ შოუმ მონაწილეების 2 ჯგუფს – ანდროიდისა და „აიფონის“ მომხმარებლებს სთხოვა, შეევსოთ კითხვარი პიროვნული თვისებების შესახებ. პასუხების მიხედვით გაირკვა, რომ ანდროიდის მომხმარებლები უფრო კეთილები და თავმდაბლები არიან, „აიფონის“ მფლობელების ნაწილს კი სულაც დაეზარა კითხვარის შევსება.

კვლევის შედეგები ბევრმა გააკრიტიკა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მონაწილეობა მასში 240-მა ადამიანმა მიიღო, ეს რაოდენობა კი შედეგისთვის ძალიან მცირეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები