გავრცელდა ჯაშუშური ფოტოები, რომლებზეც BlackBerry-ის ახალი სმარტფონია ასახული.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სტრატეგია მას შემდეგ შეიცვალა, რაც Android-ის უნივერსალურობამ ყველა ოპერაციული სისტემა დაჩრდილა. იმთავითვე, BlackBerry-ის განსხვავებული მომხმარებლის ინტერფეისი და სერვისები ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა მსოფლიოს ტექნომანებისთვის.
კომპანიის უკანასკნელი გადაწყვეტილებით BlackBerry-იმ უკვე გამოუშვა რამდენიმე მოდელი Android-ის სისტემაზე და როგორც ჩანს მის ამ ნაბიჯს წარუმატებლად არ ჩაუვლია, რადგან უკვე ახალი მოდელიც გამოჩნდა ასპარეზზე.
როგორც ყოველთვის, BlackBerry-ის ახალი მოდელი მიიღებს კლასიკურ ფორმას, QWERTY კლავიატურით, დისფლეისა და კლავიატურის შორის კი განთავსდება სტანდარტული ანდროიდის სანავიგაციო ღილაკები.
მოდელის სახელი იქნება Rome.