ანდრია გველესიანი: „ორივე სიმღერა, რომელიც „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი, მაიკოს ეძღვნება…“

463
61812569_1281459562023172_5578240619953782784_n

ანდრია გველესიანი „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერით „კუნძულს“ და „თოლია“ არის წარდგენილი. ის გასულ წელსაც იყო ნომინირებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე. ყველაზე მეტად მომღერალსა და მსახიობს ის ახარებს, რომ მის მიერ შექმნილი კომპოზიციები დაფასდა – „შრომობ, აბარებ რადიოებში, ისმენს მსმენელი, კლიპს საზოგადოება ნახულობს ისევ თქვენი მეშვეობით და საბოლოო ჯამში,  შეიძლება, დადოს კიდევ უფრო მეტი შედეგი, რომელიმე ნომინაციას გამოჰკრა ხელი…“

ანდრია გველესიანი:

„ვემზადები 11 ივნისისთვის. მეორეჯერ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ „ოქროს ტალღაზე“ ვარ წარდგენილი, ორი ჩემი საავტორო სიმღერით, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთი არის ძალიან რომანტიკული, საყვარელ ადამიანთან ერთად რომ მოუსმენ, სასმელს რომ მოწრუპავ სანაპიროზე, „თოლია“ კი ჩემი ძველი სიმღერაა, რომლის ახალი ვერსიაც გავაკეთე. ის უფრო დრაივინია დ ასიცოცხლით სავსე სიმღერაა, რომელიც ზაფხულს მოგანდომებს…“

შეგახსენებთ, რომ კონკურსი 11 ივნისს თბილისისა და ოპერის თეატრში გაიმართება. ის „ქუინს“ ეძღვნება. „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კი კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელია.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები