ანდრია გველესიანი თავისი ქორწილის ვიდეოს აზიარებს და მეუღლეს, მაიკო ვაწაძეს ქორწინების იუბილეს ულოცავს. მომღერალი და მსახიობი წერს: „ჩვენი 3 თებერვალი, 3 წელს + 1 სიყვარულის ნაყოფი, მიყვარხარ ყველაზე მეტად!“
შეგახსენებთ, რომ წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც ალექსანდრე ჰქვია. ანდრია ხშირად აზიარებს შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს. მცირე ხნის წინ მან ვაჟს პატარა გიტარა უსახსოვრა.