თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ მერიამ პროექტი და შესრულებული სამუშაოები დაექსპერტებული ჩაიბარა და უწყება ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო, რამე ნაკლი ყოფილიყო.
აღნიშნულის შესახებ ბასილაიამ “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.
პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კადრებს ასაჯაროვებს
„როგორც გამოძიება ამბობს, დასკვნა იყო გაყალბებული და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ზოგადად, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს საექსპერტო დასკვნებს, რადგან ზოგადად სამუშაოები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ბარდება. მუნიციპალიტეტს არ ჰყავს და ვერ ეყოლება ისეთი ლეგიტიმაციის თანამშრომლები, რომლებიც დარგობრივ ექსპერტზე მეტ ლეგიტიმაციას იქონიებენ კონკრეტულ დარგში“, – განაცხადა ბასილაიამ.
ანდრია ბასილაიას თქმით, ტენდერის გამოცხადების დროს კომპანია „გრინსერვისი“ აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, არ იყო შავ სიაში და ჰქონდა კანონიერი უფლება, რომ ტენდერში მიეღო მონაწილეობა.
„გრინსერვისი“ ძალიან ბევრ კონტრაქტშია მუნიციპალიტეტში და აქამდე, პრობლემა არსად არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს