ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ატაცში ჩვენი ნაკრების ერთადერთმა ქალმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა!
აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე 4 მედალია. შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი.