ანასტასია ვოლოჩკოვა ხშირად ამბობს, რომ 10 წლის ქალიშვილს მომღერლის კარიერას მოუწყობს. გოგონა ყოველდღიურად დადის ვოკალის მასწავლებლებთან და ფორტეპიანოზეც მშვენივრად უკრავს.
ანასტასია თითოეულ ინტერვიუში ამაყობს შვილის წარმატებით სკოლაში, პოდიუმსა თუ სცენაზე. მათ ერთობლივი კლიპიც გადაიღეს და ვოლოჩკოვას სჯერა, რომ შვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. ”მე ვოცნებობ, რომ არიშა მომღერალი გახდეს და მსურს, რომ მან ევროვიზია მოიგოს” – განაცხადა ანასტასიამ ერთ-ერთი ინტერვიუში.
სხვათა შორის როიალი, რომელზეც არიშა მეცადინეობს ნიკოლაი ბასკოვის საჩუქარია. როგორც ანასტასია ამბობს, პირველი და ერთ-ერთი უძვირფასესი საჩუქარი არიშამ სწორედ კოლისგან (ასე ეძახიან ნიკალაი ბასკოვს მეგობრები) მიიღო და უზომოდ ბედნიერია ამ ფაქტით.
ანასტასია ცდილობს შვილთან მეტი დრო გაატაროს, ამის დასტურია ისიც, რომ ბალერინამ შვილი გასტროლებზეც წაიყვანა კიევში. თუმცა, როგორც ჩანს არიშას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სიამოვნებს და სულ ახლახანს დედას განუცხადა, რომ მობეზრდა პაპარაცები. ვოლოჩკოვას მეგობრები ამ ფაქტს ლოიალურად უყურებენ და აცხადებენ, რომ პატარა არიშა მომავალი ვარსკვლავივით იქცევა.