LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა – აქ ტურისტული კომპლექსი მოეწყობა

476
e0d57dbab7a3d2ecbe18320efbe5534e

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

ტურისტულ ცენტრში, სასტუმროსთან ერთად, განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ინვესტ ჯგუფს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები