LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანიძემ ტრავმა მიიღო და ინდივიდუალურად ემზადება

115

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.
ჯანო რამდენიმე დღეს გამოტოვებს თეძოს დაზიანების გამო.
„სპარტაკის“ ნახევარმცველი ესპანურ მარბელაში შეკრებაზე მყოფი გუნდის საერთო ჯგუფში აღარ ვარჯიშობს.
24 წლის ქართველი თეძოს კუნთის დაზიანების გამო ინდივიდუალურად მოემზადება.
„სპარტაკი“ რუსეთის პირველობაზე მე-18 ტურის მატჩს „კრასნოდართან“ 5 მარტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 24 მარტს სერბეთთან შესარჩევი მატჩი უწევს და იმედი ვიქონიოთ, რომ მანამდე ანანიძე ოპტიმალურ ფორმაში შევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები