ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის და სახელმწიფოსთვის არის სტატეგიულად მნიშვნელოვანი – ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ, – ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თქვა ისიც, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარები კონსორციუმთან და ინვესტორთან ურთიერთობას გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება, პროცესში კომპრომისის მიღწევას.
“ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აუცილებელია ამ მიზნის გარშემო გაერთიანება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შევწყვიტოთ პროექტის გარშემო სპეკულაციები და საქმიან დისკუსიას დავუბრუნდეთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესს არაფერი ემუქრება. მთავრობას და სახელმწიფოს გვაქვს პასუხისმგებლობა, რასაც ძალიან კარგად ვიაზრებთ – ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები. ამავე დროს, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე – ჩვენ ვერ მივიღებთ და არ უნდა მივიღით ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.