ანაკლიის პორტის მენეჯმენტი ბაქოსა და კურიკის პორტებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ”აბრეშუმის გზის ფორუმის” დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს ვაფორმებთ ორ ხელშეკრულებას – ეს არის მემორანდუმები ბაქოს პორტთან და კურიკის პორტთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ კავშირების დამყარებას და თანამშრომლობას სხვადასხვა პორტთან რეგიონში, რათა სამომავლოდ შევძლოთ ბაზარს შევთავაზოთ ერთიანი ხედვა და ერთიანი პროდუქტი. ამიტომ, ეს ჩვენთვის და ანაკლიის პორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.