„სამწუხაროდ, პარლამენტში ტრიბუნა ჭორაობისთვის იყო გამოყენებული, – ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„ამას რა თქმა უნდა, თავის მიზანი ჰქონდა, რაც გულისხმობდა შინაარსობრივი აქცენტების გადატანას სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა,” – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, მას როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრს, ძალიან კარგად ესმის ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
„საერთღოდ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი არის ქვეყნის მომავალი. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, შეთქმულებების თეორიებით ადმაიანები ცდილობენ, საკუთარ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმიწფო.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში და არავის, არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით, ჭორაობით, ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვთ წლების წინ, თავი აარიდონ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.