LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თურქმენულ ნავსადგურთან თანამშრომლობას იწყებს

71

თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ქალაქ თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ორ ნავსადგურს – ანაკლიასა და თურქმენბაშს შორის ტვირთბრუნვის, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და ნავსადგურის ოპერირების სფეროებში თანამშრომლობას შეეხება.

მხარეები შეთანხმდნენ საქონლისა და კონტეინერების გადასაზიდად ერთობლივი რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვაზე, ასევე თითოეული ნავსადგურის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, საზღვაო ვაჭრობის სფეროში საკუთარი გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებასა და ორ ნავსადგურს შორის მსოფლიო ვაჭრობის საკითხებში ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები