LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაკლია სითის“ მოწვევით, საქართველოში ექსპერტები ჩამოდიან

93

“ანაკლია სითის“ მოწვევით საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის“ ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოდიან.

„თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტ მილერი თბილისს 28 თებერვალს ეწვევიან და 2 მარტამდე დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამასთან, პროფესორი ტომ ბელი ხვალ, „თიბისი გალერეაში“ საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „მომავლის ქალაქი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები