LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლია სითის გამოცდილებას არაბული ADGM გაუზიარებს

116

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის,  Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა  და „ანაკლია სითის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო.

მემორანდუმი  მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

აბუ დაბის გლობალური ბაზარი (ADGM) არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ აბუ დაბიმ მოიზიდოს ფინანსური ინსტრუმენტები.

„ADGM-სთან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ზონაშია დაგროვილი. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი „ანაკლია სითისა“ და აღნიშნულ ფინანსურ ცენტრს შორის, რათა მომავალში ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ADGM-ს გააჩნია, „ანაკლია სითის“ გაუზიაროს“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები