რუსმა ჩოგბურთელმა, ანა კურნიკოვამ ენრიკე იგლესიათან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ეს ფაქტი კი აღსანიშნავია, რადგაც წყვილი იშვიათად პოზირებს ერთად. ფოტოზე ანასთან და ენრიკესთან ერთად, ჩოგბურთელის უმცროსი ძმა, ალანიც არის გამოსახული.
ბოლო დროს პრესამ რამდენჯერმე დაწერა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა ფაქტია, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ანამ სპორტდარბაზში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, თუმცა ის განსაკუთრებული იმით გახდა, რომ ბეჭედი, რომელიც მას უკეთია, ძალიან ჰგავს ნიშნობისას. მიუხედავად ამისა, კურნიკოვა თავს არიდებს კითხვებზე პასუხს და პირადი ცოხვრების დეტალებს თავისთვის იტოვებს.