LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა გელბახიანი: ძალიან ცუდი ტონია თავის წარდგენა განაცხადით: ” ვმუშაობ 24/7- ზე”, ყველა ჩვენგანი ამაყად უნდა ამბობდეს რომ მუშაობს სამუშაო საათებში

160
BeFunky-collage (1)

ციფრული მარკეტერი ანა გელბახიანი სამუშაო საათების შრომის კოდექსით დადგენილი ნორმებზე ამახვილებს ყურადღებას და იმ ტენდენციაზე წერს, რაც მისი თქმით, ქართულ რეალობაში რიგ დასაქმებულ ადამიანებსა და ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში ვლინდება.

“აი ძალიან, ძალიან ცუდი ტონია საქმიან კომუნიკაციებში შემდეგი განაცხადით თავის წარდგენა: ” ვმუშაობ 24/7- ზეეეე”

ნუ დაასტანდარტეთ ეს ყოვლად სამარცხვინო განცხადება ნორმად და შუაღამისას ოფისებში გადაღებული სელფების სთორებში ამაყად გამოჭიმვას შეეშვით.

ამის ნაცვლად, ყველა ჩვენგანი ამაყად უნდა ამბობდეს რომ მუშაობს სამუშაო საათებში და სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ ხანდახან უწევს მუშაობა არასამუშაო საათებში და ამას რატომ არ შვებით?” – აცხადებს ანა გელბახიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები