LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა

67
BeFunky-collage

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ისევ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

ანა ფოტიგა ასევე აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან, გიორგი ჩალაძისგან მოისმინა.

“მე აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერის გვერდზე და სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან და ენმ-ის წევრ გიორგი ჩალაძესთან შეხვედრის ამსახველ სურათს აქვეყნებს.

 

 

ანა ფოტიგა საქართველოში დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას!” ფარგლებში ჩამოვიდა. ღონისძიება დღეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

ანა ფოტიგა – მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები