სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვედრა დასრულდა. როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ოპოზიციასთან საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა.
“შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, – აღნიშნა ანა ფოტიგამ.