LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ქვეყანაში საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა

130
BeFunky-collage (1)

პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს.

როგორც დოლიძე აცხადებს, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა.

„ევროკავშირი არ არის მარტო პოლიტიკა, ევროკავშირი არ არის მარტო დემოკრატიაზე ლაპარაკი, სინამდვილეში ევროკავშირი არის სოციალურ-უფლებათა პაკეტი, სადაც მსგავსი უბედურებები გამოსახლებასთან დაკავშირებით არ ხდება იმიტომ, რომ სოციალური პაკეტი არსებობს. უამრავი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში არ ჩავარდეს. სწორედ, ამიტომ უნდა მივიღოთ სოციალური პაკეტები და მათგან სწორედ ერთ-ერთი არის საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა. ადამიანი სამსახურს რომ დაკარგავს და იქნება უმუშევარი, არ შეეშინდება რომ ჩავარდება ვალში, ვინაიდან მას, სწორედ, უმუშევრობის დაზღვევა დაიცავს. ეს არის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია ,,ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები