LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

64

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ინფორმაცია, რომ დოლიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, დღეს გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება მას არ გაუკეთებია.

 

ამასთან, დღეს გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად კვლავ თამარ ლაილაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარადგინა. რაც ეხება მესამე კანდიდატს, პრეზიდენტის თქმით, მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებიან და საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.