LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებით, პარტიას “ხალხისთვის” დააკლეს ხმები არაერთ უბანში

65
ანუკა

ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებით, პარტიას “ხალხისთვის” დააკლეს ხმები არაერთ უბანში, – ამის შესახებ  პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მან ბრიფინგზე ჩუღურეთის #34 საარჩევნო უბანზე, სადაც დოლიძის ინფორმაციით, ხმები აქვს მიღებული მაჟორიტარობის კანდიდატს სერგო ლომიძეს და თავად მას, როგორც მერობის კანდიდატს, თუმცა მათი პარტიის გრაფა ცარიელია.

“როგორც ჩანს იყო კონკრეტული განზრახვა, კონკრეტულად პარტია “ხალხისთვის” დაეკლოთ ხმები. ვინაიდან საშიშროებას წარმოადგენს არა რომელიმე პიროვნება, ვთქვათ მე ან რომელიმე მაჟორიტარი, არამედ საშიშროებას წარმოადგენს ახალი ძალა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ ორპოლუსიანობას ოდესღაც ექნება დასასრული,”- აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, მათ დაახლოებით 30-მდე საჩივარი წარადგინეს.

“ჩვენ ვითხოვთ ხმების გადათვლას, ყველა საჩივარს წავიღებთ სასამართლოში”,- ამბობს დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები