LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: „სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, სააკაშვილის შეწყალება „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარი იქნება“

155
ანა ბუჩუკური

„მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის აზრით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

„ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა შენ ხარ – წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე? ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ“ – თაკო ჩარკვიანი

„ბრიუსელსა და ბერლინში ბევრი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა. ეს არის მოცემულობა.

მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“. – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ხვიჩია: „არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა, ნერვებს უშლით, რომ კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად ან გახარიები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები