LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს

126
ანა ბუჩუკური

„ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო NATO-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს – გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს – ეკა სეფაშვილი

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ - საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება, რადგან ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, რუსეთია.

„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოსთან თანამშრომლობით. ეს იყო მაშინდელ პრემიერთან, გახარიასთან შეხვედრის შემდეგ და სულ რაღაც 3 წელიწადში, სამწუხაროდ, ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს.

გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ამხელა ღონისძიებაზე. როგორც ქვეყნის მოქალაქეს, გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“. –განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიგა ბოკერია: უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

ცნობისთვის, დღეს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. ღონისძიებებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.