LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბაგრატიონის შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

315
1553859380_5c9e07a77431d

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126(ოჯახში ძალადობის) მუხლით დაიწყო.

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლზე ძალადობდა რუსთავი 2-ზე “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა, გაავრცელა.

ანა ბაგრატიონის ადვოკატის მტკიცებით, ცოლს დავით ბაგრატიონმა რამდენიმე დღით ადრე, 2014 წლის 9 მაისს სცემა. ლევან გორელაშვილის თქმით, ცემის ფაქტზე ანა ბაგრატიონს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობას უარყოფს , თუმცა ამბობს, რომ თუ შსს მომხდარზე გამოძიებას დაიწყებს, დავით ბაგრატიონი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ადვოკატის თქმითვე, საინტერესოა რატომ დაიწყო ანა ბაგრატიონმა ცემაზე მაშინ საუბარი, როცა ყოფილ ქმართან სამეფო ტიტულთან დაკავშირებით სასამართლო დავა აქვს.