LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა არღანაშვილი: „შემთხვევით აჩვენეს, როგორი უმძიმესია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დამცირება, პიროვნების განადგურება, უწყვეტი დაცინვა, ღირსების გათელვით თვითდაზიანებამდე მიყვანა, სიცოცხლისთვის ჩირის ფასის დადება შეფასდება – როცა იქნება“

131
BeFunky-collage (6)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი ეხმაურება.

არღანაშვილი წერს, რომ კადრებით რეალურად აჩვენეს, თუ როგორი მძიმეა მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ანა არღანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „დამცირება, პიროვნების განადგურება, უწყვეტი დაცინვა, ღირსების გათელვით თვითდაზიანებამდე მიყვანა, სიცოცხლისთვის ჩირის ფასის დადება შეფასდება – როცა იქნება.“

„ვიდეოკადრებით უნდოდათ ეჩვენებინათ, როგორი “არამძიმეა” პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა.

ვერ გათვალეს, რომ შემთხვევით აჩვენეს, როგორი უმძიმესია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

წამება და არასათანადო მოპყრობა სამართალში დიდი ხანია აღარ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკური იარაღით წამებას. არამედ, ძლიერ დამცირებას, ღირსების შელახვას – როდესაც სულიერი ტკივილი იმაზე დიდ ზიანს გაყენებს, ვიდრე ოდესმე ფიზიკური ტკივილი მოგაყენებდა.

ამ ვიდეო კადრებით, სულიერი ტკივილის და არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთი ინციდენტი დაუმატეს.

არასწორად ადარებთ პრეზიდენტს სხვა პატიმრებს. კომპარატორად უნდა აიღოთ სხვა პრეზიდენტები. აქ უშვებთ ტესტში შეცდომას. დამცირება, პიროვნების განადგურება, უწყვეტი დაცინვა, ღირსების გათელვით თვითდაზიანებამდე მიყვანა, სიცოცხლისთვის ჩირის ფასის დადება შეფასდება – როცა იქნება,“ – წერს ანა არღანაშვილი.

ამავე თემაზე:

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები