LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა არღანაშვილი: „12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა – ეს შემთხვევა არ მოხდებოდა“

146
BeFunky-collage

გუშინ, 23 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ 12 წლის მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. არასრულწლოვანმა დედამ გოგონა გააჩინა.

როგორია 12 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც გოგონა შეეძინა

მომხდარ ფაქტს უფლებადამცველი ანა არღანაშვილი ეხმაურება სოციალური ქსელის საშუალებით და წერს:

„12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა – ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას.

იქნებ სიუჟეტებში ეს სტატისტიკაც მოიყვანოთ და წყაროს მოგაწვდით“, – წერს ანა არღანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები