LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ამილახვარი: „თავის მოვლის საფასური ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასის რაოდენობას აჭარბებს, სპორტდაბრაზში სიარული 300 ლარზე ნაკლები არ ჯდება, მასაჟის ერთი კურსის ღირებულება 500 ლარია…“

215
ანა ამილახვარი

მსახიობი ანა ამილახვარი თავის მოვლის საკითხებზე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაც ასაკი გემატება, ეს უფრო ძვირი სიამოვნებაა:

„როგორი გამხდარიც უნდა იყო, ადამიანს მასაჟი გჭირდება, რადგან არასწორად ვიკვებებით, მასაჟის თითოეული კურსი კი არც ისე იაფია. ჩემი აზრით, აუცილებელია მეზოთერაპია, სამ თვეში ერთხელ მაინც, იაფი არც ეს ღირს. ბოტოქსის, ფილერის მცირე ინიექციებსაც მივესალმები, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ – ეს პროგრესია, მაგრამ რაკი მსახიობი ვარ, ჩემი ნაოჭები მჭირდება, ამიტომ ბოტოქსის ინიექციის გაკეთების უფლებას თავს ვერ ვაძლევ. რაც უფრო გემატება წლები, თავის მოვლის რაციონიც იზრდება: ნორმალურ სპორტდარბაზში ვარჯიშის ან ცურვის ღირებულება 300 ლარზე ნაკლები არ ჯდება, მასაჟის ერთი კურსის საფასური 500 ლარია. მოკლედ, თავის მოვლის საფასური ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასის რაოდენობას აჭარბებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები