LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან დაგვეხმარებით ახლა, ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება – კულებას მიმართვა NATO-ს

76
დმიტრო კულება

დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ -ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.

“ან დაგვეხმარებით ახლა – მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე – ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება” – თქვა კულებამ.

დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რამდენი კედლის დანგრევა მოუხდა უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან, როცა საერთაშორისო პარტნიორებისგან იარაღის მიწოდებას ითხოვდა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჟურნალისტებთან დეტალურად აღწერს, რუსი ოკუპანტების მიერ, ბუჩაში მოწყობილ სისასტიკეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს და საერთაშორისო პარტნიორებს კიდევე ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების მოხმარება, რადგან ეს, რუსეთის ომის მანქანაში გადახდილი ფულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები