ნიდერლანდების თოთხმეტ მუნიციპალიტეტში საახალწლო ფოიერვერკი აიკრძალა. გადაწყვეტილებას ამსტერდამი და როტერდამიც შეუერთდა. აკრძალვა ყველა სახის ფოიერვერკზე ვრცელდება, თუმცა არ შეეხება შუშხუნებსა და სხვა მინიფოიერვერკს, რომელთა შენახვა უსაფრთხოა.
კოვიდ პანდემიის დროს ფოიერვერკი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო აკრძალული იმ მიზეზით, რომ საავადმყოფოები არ გადატვირთულიყო. ამჯერად კი აკრძალვა მუდმივი გახდება.
იდეის ავტორები ამბობენ, რომ აკრძალვა არა გადაწყვეტილება საახალწლო პერიოდის ტრავმების რაოდენობას შეამცირებს, არამედ თავიდან აიცილებს წვის მავნე პროდუქტების ჰაერში გავრცელებას. ამასთან, მუნიციპალიტეტებში ირწმუნებიან, რომ შეზღუდვა ადგილობრივ ცხოველებს ტანჯვას შეუმსუბუქებს, რომლებსაც ხმამაღალი აფეთქებების ეშინიათ.
სამომავლოდ, ფოიერვერკის აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.