LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში დაამონტაჟებენ „ჭკვიან“ კამერებს, რომლებიც ზედმეტად ხმაურიან მძღოლებს დააჯარიმებენ

73
Depositphotos-10415891-XL

ამსტერდამში ხმაურის დაბინძურებას ებრძვიან და ზედმეტად ხმაურიან მძღოლებს „ჭკვიანი“ კამერების დახმარებით გამოავლენენ. ინოვაციური კამერა გამვლელი მანქანის ხმას გაზომავს, ასევე დააფიქსირებს მის ნომერს და ინფორმაციას საპატრულო პოლიციას გადასცემს.

კამერა დააფიქსირებს იმ მძღოლებს, რომლებმაც ძრავა ისე გადააკეთეს რომ მას სარბოლო ავტომობილის ხმა აქვს.

არადა ნიდერლანდებში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც მსგავს მოდიფიკაციას კრძალავს. თუმცა, შესაბამის სამსახურებს ამ ყველაფრის კარგად გაკონტროლება უჭირდათ, რადგან საჭირო ტექნიკა არ გააჩნდათ.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ხმაურის დაბინძურების გამო ევროპელთა 20% ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. იმისათვის, რომ გზებზე ხმაური შეამცირონ, ევროპული ქვეყნები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ: მაგალითად ცვლიან ასფალტის საფარს და სპეციალურ მასალას იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები