თუკი ამ ჯადოსნურ ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობთ, მაშინ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
პლუსები
არხები
ამსტერდამი ეს ხომ ულამაზესი სახლები, ზღაპრული არხები და მუდამ მწვანე ლანდშაფტებია. ნიდერლანდების დედაქალაქი თვალს ახარებს. ადგილობრივებს უყვართ ყვავილები და წესრიგი, ქუჩაში გასეირნება ერთი დიდი სიამოვნებაა.
თანასწორობა
ნიდერლანდელებმა შეძლეს შეექმნათ სახელმწიფო, სადაც ყველას უფლებები დაცულია, შემოსავალი კი თანასწორი. ერთი მხრივ ძალიან რთულია მაღალი შემოსავლის ქონა, თუმცა ღარიბებსა და მდიდრებს შორის სხვაობა თითქმის არ არსებობს. ამ ფაქტის გამო ადგილობრივები ძალიან კეთილგანწყობილები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ყველანი მშვენივრად ცხოვრობენ.
მოდუნება
ნიდერლანდებში ხალხმა ცხოვრებით ტკბობა იცის, საქმესა და დასვენებას შორის იდეალურ ბალანსს იცავენ. საღამოს 5 საათიდან ბარები და კაფეები გადატვირთულია, მზიან ამინდში კი არხებს ღვინისა და ყველის მოყვარულები ავსებენ.
ცხოვრების დონე
ნიდერლანდელებს შეუძლიათ, რომ სახელმწიფოს დაეყრდნონ, ხელისუფლება მათ ეკოლოგიურ და ჯანსაღ ცხოვრებას სთავაზობს. სუპერმარკეტებში ორგანული საკვების დიდი არჩევანია, ნაგავს ახარისხებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარემო უკეთესი გახადონ.
მინუსები
გადასახადები
გადასახადები – ნიდერლანდებში თანასწორობას და ცხოვრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, თუმცა შემოსავლის დიდ ნაწილსაც იკავებს. გადასახადები ხელფასთან ერთად იზრდება. ეს ფაქტი ხშირად დემოტივაციის მიზეზი ხდება.
ენა
მართალია, ადგილობრივები ინგლისურად თავისუფლად საუბრობენ, თუმცა ნიდერლანდური ენა მაინც საჭიროა. ეს ენა ძალიან რთულია და უცხოელებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს.
ამინდი
წვიმიანი ლონდონი საერთოდ რა სახსენებელია, ამსტერდამულ უამინდობასთან. დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ქალაქში მუდმივად შემოდგომაა, თავისი ნისლით, სიცივით და უმზეობით. ცხოვრება ნათელ ფერებს მხოლოდ მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში იძენს.
ძვირადღირებული საცხოვრებელი
ამსტერდამში საცხოვრებლის ფასი ზედმეტად მაღალია – ქირის და ყიდვის შემთხვევაშიც.
მედიცინა
ნიდერლანდურ მედიცინაზე ლეგენდები დადის. ნიდერლანდელები ცხოვრობენ პრინციპით – „რაც სასიკვდილო არაა, მკურნალობას არ საჭიროებს“. ასე რომ, უცხოელები სამკურნალოდ მეზობელ გერმანიას აკითხავენ ხოლმე.