LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი დიდი ავტომობილებისთვის პარკინგს გააძვირებს

116
პარკინგი

ამსტერდამი აპირებს, რომ ყველგანმავლებისთვის პარკინგის საფასური გაზარდოს. გაბარიტული ავტომობილებისთვის დამატებითი საფასურის დაწესებას ამჟამად ქალაქის მერია განიხილავს.

სიახლის დახმარებით, ქალაქს იმ ავტომობილების რაოდენობის შემცირება სურს, რომელიც ჰაერში მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და ქუჩებშიც უფრო დიდ ადგილს იკავებს.

2025 წლისთვის ამსტერდამში დაახლოებით 10 ათასი საპარკინგე ადგილის გაუქმებასაც ფიქრობენ, რათა ქალაქი ქვეითებისთვის უფრო კომფორტულ სივრცედ გადააქციონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მეოთხედი ტრანსპორტზე მოდის და დაბინძურების 70%-ზე პასუხისმგებელი ავტომობილები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები